საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რანჟირება პოპულარობისა და პრესტიჟის მიხედვით

May 24, 2011 § Leave a comment

მაია ჩანქსელიანი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უმაღლესი სასწავლებლების რანჟირება საზოგადოების ყურადღებას ადვილად იპყრობს. აბიტურიენტებს, მშობლებს, სტუდენტებს, დამსაქმებლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს აინტერესებთ კვლევაზე დაფუძნებული შედეგები იმის შესახებ, თუ რა ადგილს იკავებს კონკრეტული სასწავლებელი სხვა სასწავლებლებთან მიმართებაში.

ეროვნული თუ საერთაშორისო რანჟირებები სხვადასხვა კრიტერიუმებით მზადდება და ზოგჯერ საკმაოდ ბევრ პარამეტრს აერთიანებს. შესაბამისად, მკითხველს შეიძლება გაუჭირდეს სხვადასხვა ცვლადის ურთიერთქმედების არსში წვდომა და მარტივად წარმოდგენა იმისა, თუ კონკრეტულად რის მიხედვით არის, მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტი კემბრიჯის უნივერსიტეტზე „უკეთესი“.

საქართველოს შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების (ეეგ) მონაცემები უმაღლესი სასწავლებლების კლასიფიკაციის კარგ საშუალებას იძლევა.  წინამდებარე სტატიის მიზანია, ეეგ-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მოახდინოს უმაღლესი სასწავლებლების რანჟირება პოპულარობისა და პრესტიჟის მიხედვით.  პოპულარობაში ვგულისხმობ კლასიფიკაციას მოთხოვნის მიხედვით, ხოლო პრესტიჟულობაში – ხარისხის მიხედვით.

პოპულარობის განსაზღვრა მოხდა იმის მიხედვით, თუ საშუალოდ რამდენმა აპლიკანტმა დაასახელა ესა თუ ის სასწავლებელი პირველ, ანუ ყველაზე პრიორიტეტულ, არჩევნად ერთიანი ეროვნული გამოცდების განაცხადში. კონკრეტული ფორმულა, რომელიც გამოყენებულ იქნა პოპულარობის დასადგენად, შემდეგია: უმაღლეს სასწავლებელში გამოყოფილი ადგილების რაოდენობის შეფარდება იმ აპლიკანტთა რაოდენობასთან, ვინც ეს სასწავლებელი პირველ არჩევნად მიუთითა.

პოპულარობის მიხედვით გამოიყო უმაღლეს სასწავლებელთა სამი კატეგორია: ყველაზე პოპულარული, პოპულარული და ნაკლებად პოპულარული. ყველაზე პოპულარულ უმაღლეს სასწავლებლებში გაერთიანდა ის სასწავლებლები, სადაც თითო ადგილზე მოდიოდა ორზე მეტი აბიტურიენტი. პოპულარულად ჩაითვალა ის უმაღლესები, სადაც თითო ადგილზე ერთზე მეტმა აპლიკანტმა დააფიქსირა პრიორიტეტული არჩევანი. და ბოლოს, ყველა დანარჩენი, ანუ ისინი, სადაც ადგილების რაოდენობა სჭარბობდა აპლიკანტებს, ვინც პირველ არჩევნად დააფიქსირა სასწავლებელი, გაერთიანდა ნაკლებად პოპულარულ სასწავლებელთა კატეგორიაში.

ყველაზე პოპულარული სასწავლებლები აღმოჩნდა (თანმიმდევრობა დაცულია):

  1. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  3. თავისუფალი უნივერსიტეტი
  4. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პრესტიჟულობის განსაზღვრა მოხდა იმის მიხედვით, თუ საშუალოდ რა ქულების მქონე სტუდენტები ჩაირიცხნენ ამა თუ იმ სასწავლებელში. ეს კრიტერიუმი მიუთითებს სასწავლებელში სტუდენტების საერთო ნაკადის აკადემიურ მომზადებაზე. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვუშვებთ, რომ ეეგ-ზე მიღებული შეფასება ასახავს სტუდენტის აკადემიურ მომზადებას. პრესტიჟულობის მაჩვენებლის გამოთვლის მიზნით, მოხდა ყველა ჩარიცხული სტუდენტის ქულების შეჯამება სამ სავალდებულო საგანში[1], დადგინდა ჩარიცხულ სტუდენტთა საშუალო ქულა თითოეული სასწავლებლისათვის ცალ-ცალკე და შემდგომ განხორციელდა სასწავლებლების რანჟირება.

პრესტიჟულ სასწავლებელთა ხუთი კატეგორია გამოიყო. ყველაზე პრესტიჟული (80 პროცენტილს ზემოთ), პრესტიჟული (80-60 პროცენტილის ფარგლებში), საშუალო პრესტიჟის (60-40 პროცენტილის ფარგლებში), არც თუ ისე პრესტიჟული (40-20 პროცენტილი), პრესტიჟის გარეშე (20 პროცენტილს ქვემოთ).

ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლები აღმოჩნდა (თანმიმდევრობა დაცულია):

  1. თავისუფალი უნივერსიტეტი
  2. საქართველოს დიპლომატიური აკადემია
  3. უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“
  4. კავკასიის უნივერსიტეტი
  5. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
  6. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მაშინ როცა პოპულარობა მოთხოვნაზე დამყარებული ცნებაა და მიგვითითებს იმაზე, თუ რომელი სასწავლებლები იზიდავენ სხვებთან შედარებით მეტ ან ნაკლებ აბიტურიენტს, პრესტიჟი არის ინდიკატორი იმისა, თუ რა აკადემიური მოსწრების სტუდენტები სწავლობენ ბაკალავრიატის პროგრამებზე სხვადასხვა სასწავლებელში.

პოპულარობა არ გულისხმობს მაღალ ხარსიხს, რადგან აბიტურიენტები პირველი არჩევანის დასახელებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ფინანსურ და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. პრესტიჟი კი არის ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორი, რადგან, საერთაშორისო კვლევებით დადასტურებულია, რომ თანაკურსელების აკადემიური მოსწრება ზეგავლენას ახდენს სტუდენტის აკადემიურ განვითარებაზე.


[1]ქართული, ზოგადი უნარები და უცხო ენა.

დანართი 1: პოპულარობა

ყველაზე პოპულარული

  • საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თავისუფალი უნივერსიტეტი
  • თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პოპულარული

  • ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქალაქ გორში
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია)
  • თბილისის ბიზნესისა და საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • თბილისის საერო უნივერსიტეტი “მეტეხი”
  • სოხუმის უნივერსიტეტი
  • ბათუმის საზღვაო აკადემია
  • თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი “აჭარა”
  • ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტი “კოლხა”
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შრომის და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტი
  • საქართველოს დიპლომატიური აკადემია
  • გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი “ალმა-მატერი”
  • საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი
  • საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
  • ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექ.უნივერსიტეტის ფოთის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი “კლინიცისტი”
  • ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

ნაკლებად პოპულარული

  • წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი
  • “ჰელიოსის” ბათუმის უცხოურ ენათა ინსტიტუტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის უნივერსიტეტი “მცირე აკადემია”
  • საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • საქართველოს საბაჟო აკადემია
  • ახალციხის ინსტიტუტი
  • თბილისის საავიაციო უნივერსიტეტი
  • კავკასიის აკადემიური ცენტრი (სი ეი სი)
  • თბილისის სამუსიკო ხელოვნების ორსაფეხურიანი პედაგოგიური ინსტიტუტი
  • თბილისის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტი
  • ფარმაცევტული ინსტიტუტი “ინტერფარმი + “
  • უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტი”
  • ბიოლოგიური მედიცინის და ეკოლოგიის ინსტიტუტი
  • თამაზ მუხაძის სახელობის უნივერსიტეტი “ივერია”
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ‘შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი
  • პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
  • ქ. რუსთავის დამოუკიდებელი ინსტიტუტი
  • თბილისის საერო უნივერსიტეტი “გაენათი”
  • საქართველოს საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თბილისის ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამართლის უნივერსიტეტი
  • თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი
  • ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი
  • ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი
  • ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი
  • საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ზუგდიდის ფილიალი
  • სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ტბილისის სავაჭრო-ეკონომიკური ინსტიტუტი
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი
  • ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტი
  • ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი “ქუთაისი”
  • თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტი
  • თბილისის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტი
  • თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტი
  • სამედიცინო ინსტიტუტი “თბილისი”
  • ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი
  • საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ სიღნაღის ფილიალი
  • ბათუმის აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტი
  • ,,ინტერბიზნესის” თამარ მამისთვალოვ-კეზერაშვილის სახელობის საქართველო-ისრაელის სტომატოლოგიის ინსტიტუტი
  • საერო ინსტიტუტი ”ორიენტირი”
  • საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საერთაშორისო სამართლისა და მართვის ქართულ-ბრიტანული უნივერსიტეტი
  • ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ ქვემო ქართლის ფილიალი
  • საერო ინსტიტუტი “რვალი”
  • თბილისის უნივერსიტეტი
  • კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემია
  • ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი
  • ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება-კოლეჯი
  • ოზურგეთის ბუნებათსარგებლობის სასწავლო ინსტიტუტი
  • საქართველოს საგადასახადო-საბაჟო აკადემია
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოზურგეთის ფილიალი
  • სტომატოლოგიური ინსტიტუტი
  • წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი
  • ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი “ლამპარი”
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
  • გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემია (სუხიშვილის უნივერსიტეტი)
  • საქართველოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტი
  • საქართველოს უნივერსიტეტი
  • კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი
  • შოთა რუსთაველის სახ. რუსთავის საერო უნივერსიტეტი
  • ბათუმის საავიაციო ინსტიტუტი
  • საქართველოს ტელეკომუნიკაციისა და მენეჯმენტის ინსტიტუტი “ლამპარი”
  • პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტი
  • სოხუმის პროფესორ აკ. ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტი
  • თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი “ჰიპოკრატე”
  • ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი-საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი
  • თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია
  • თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ”გორგასალი”
  • “აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი”
  • ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება –  წნორის კოლეჯი
  • აკად. ეგ. ფიფიას სახელობის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი
  • უნივერსიტეტი საქართველო
  • საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი “საზოგადოება ცოდნა”
  • თბილისის ყურძნის ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების,საქონელმცოდნეობის, დეგუსტაციისა და სპეციალისტთა გადამზადების სასწავლო ინსტიტუტი
  • საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტი “დასტაქარი”
  • ჯი.-ბი.-თი. საერთაშორისო სამედიცინო კოლეჯი

შენიშვნები: რანჟირებისას გამოყენებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების 2006-2009 წლის მონაცემები.

გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა სახელწოდებები შეიცვალეს 2006-2009 წლიდან დღემდე, სტატიაში მოყვანილი სახელწოდებები შესაძლოა არ ასახავდეს დღევანდელ სახელწოდებებს.

დანართი 2: პრესტიჟი[1]

ყველაზე პრესტიჟული

  • თავისუფალი უნივერსიტეტი – 251.1
  • საქართველოს დიპლომატიური აკადემია – 234.4
  • უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტი” – 231.0
  • კავკასიის უნივერსიტეტი – 225.8
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი – 222.7
  • თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 222.1

პრესტიჟული

  • თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი – 219.7
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 216.1
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – 209.8
  • კავკასიის აკადემიური ცენტრი (სი ეი სი) – 209.8
  • ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი -209.6
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულიარქიტექტურის ინსტიტუტი – 200.3
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა – 200.2
  • საერთაშორისო სამართლისა და მართვის ქართულ-ბრიტანული უნივერსიტეტი – 196.1
  • პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია – 195.6
  • თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია – 194.2
  • კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტი – 193.3
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი – 192.3
  • გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი “ალმა-მატერი” – 190.9
  • საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი – 190.0
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი “კლინიცისტი” – 188.4
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 187.9
  • აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი – 187.9
  • საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის უნივერსიტეტი “მცირე აკადემია” – 187.7

საშუალო პრესტიჟის

  • სოხუმის უნივერსიტეტი – 187.2
  • კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემია – 187.2
  • თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტი – 186.9
  • თბილისის ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამართლის უნივერსიტეტი – 184.9
  • ,,ინტერბიზნესის” თამარ მამისთვალოვ-კეზერაშვილის სახელობის საქართველო-ისრაელის სტომატოლოგიის ინსტიტუტი – 184.6
  • საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი – 183.9
  • საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი – 183.8
  • სამედიცინო ინსტიტუტი “თბილისი” – 183.6
  • თბილისის საერო უნივერსიტეტი “მეტეხი” – 183.3
  • თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტი – 183.2
  • თბილისის საავიაციო უნივერსიტეტი – 183.0
  • საქართველოს საბაჟო აკადემია – 182.4
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – 182.2
  • თბილისის ბიზნესისა და საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტი – 180.3
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 177.7
  • საქართველოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტი – 177.0
  • საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – 176.7

არც თუ ისე პრესტიჟული

  • თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი – 176.6
  • აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 176.4
  • თბილისის საერო უნივერსიტეტი “გაენათი” – 175.6
  • შრომის და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტი – 175.4
  • სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ტბილისის სავაჭრო-ეკონომიკური ინსტიტუტი – 174.1
  • თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი “აჭარა” – 173.4
  • თამაზ მუხაძის სახელობის უნივერსიტეტი “ივერია” – 173.1
  • თბილისის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტი – 172.9
  • ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი – 172.7
  • ბიოლოგიური მედიცინის და ეკოლოგიის ინსტიტუტი – 172.3
  • საქართველოს უნივერსიტეტი – 172.2
  • საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტი “დასტაქარი” – 172.0
  • თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის კახეთის ფილიალი – 171.1
  • აკად. ეგ. ფიფიას სახელობის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი – 170.9
  • თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტი – 169.4
  • საერო ინსტიტუტი ”ორიენტირი” – 169.2
  • ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი – 168.2
  • ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქალაქ გორში – 167.4
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 166.9
  • ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი-საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი – 166.4
  • თბილისის უნივერსიტეტი – 165.8
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 164.8
  • სტომატოლოგიური ინსტიტუტი – 164.5
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი – 163.7
  • საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი – 160.0

პრესტიჟის გარეშე

  • ფარმაცევტული ინსტიტუტი “ინტერფარმი + ” – 159.9
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 158.9
  • თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი – 158.4
  • უნივერსიტეტი საქართველო – 157.7
  • საქართველოს საგადასახადო-საბაჟო აკადემია – 156.9
  • ბათუმის საზღვაო აკადემია – 156.9
  • ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი – 156.5
  • წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი – 155.4
  • თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ”გორგასალი” – 154.9
  • “ჰელიოსის” ბათუმის უცხოურ ენათა ინსტიტუტი – 154.5
  • პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტი – 154.2
  • ქ. რუსთავის დამოუკიდებელი ინსტიტუტი – 154.0
  • თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – 153.2
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ნავთობგაზსადენების ექსპლუატაციის ფაკულტეტი – 152.3
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ სიღნაღის ფილიალი – 151.9
  • თბილისის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტი – 151.6
  • ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი “ქუთაისი” – 151.2
  • შოთა რუსთაველის სახ. რუსთავის საერო უნივერსიტეტი – 150.4
  • საერო ინსტიტუტი “რვალი” – 150.4
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი – 149.3
  • ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ‘შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი – 148.7
  • საქართველოს საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი – 148.0
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 147.4
  • ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი – 146.5
  • თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი “ჰიპოკრატე” – 146.5
  • საქართველოს ტელეკომუნიკაციისა და მენეჯმენტის ინსტიტუტი “ლამპარი” – 145.8
  • ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტი – 145.8
  • ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი “ლამპარი” – 145.4
  • საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკური–სავეტერინარო უნივერსიტეტი – 145.2
  • თბილისის ყურძნის ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების,საქონელმცოდნეობის, დეგუსტაციისა და სპეციალისტთა გადამზადების სასწავლო ინსტიტუტი – 145.1
  • საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი – 143.4
  • ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია – 142.7
  • საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 142.0
  • ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტი “კოლხა” – 141.8
  • ახალციხის ინსტიტუტი – 140.9
  • ბათუმის აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტი – 140.2
  • ბათუმის საავიაციო სინსტიტუტი – 139.9
  • ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ ქვემო ქართლის ფილიალი – 139.3
  • თბილისის სამუსიკო ხელოვნების ორსაფეხურიანი პედაგოგიური ინსტიტუტი – 137.1
  • გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემია (სუხიშვილის უნივერსიტეტი) – 134.8
  • საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი “საზოგადოება ცოდნა” – 133.3
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოზურგეთის ფილიალი – 132.8
  • ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექ.უნივერსიტეტის ფოთის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტი – 132.0
  • ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი – 131.5
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება –  წნორის კოლეჯი – 131.1
  • საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ზუგდიდის ფილიალი – 128.1
  • საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟ. შარტავას სახელობის სენაკის ფილიალი – 124.9
  • ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი – 122.8
  • ოზურგეთის ბუნებათსარგებლობის სასწავლო ინსტიტუტი – 122.1
  • სოხუმის პროფესორ აკ. ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტი – 120.3
  • ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება-კოლეჯი – 118.3
  • წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი – 112.1

[1] ეს მაჩვენებელი წარმოადგენს კონკრეტულ სასწავლებელში ჩარიცხულ სტუდენტთა საშუალო ქულას ეეგ-ის სამ სავალდებულო საგანში (ქართული, ზოგადი უნარები და უცხო ენა). გამოყენებულია ეეგ-ის 2005-2009 წლის შედეგები.

შენიშვნები: რანჟირებისას გამოყენებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების 2005-2009 წლის მონაცემები.

გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა სახელწოდებები შეიცვალეს 2005-2009 წლიდან დღემდე, სტატიაში მოყვანილი სახელწოდებები შესაძლოა არ ასახავდეს დღევანდელ სახელწოდებებს.

განათლების დონე და ქრთამის აღების გამართლება

May 22, 2011 § Leave a comment

ალექსი გუგუშვილი

საქართველოში კორუფციაზე საუბრისას ხშირად მხოლოდ აგრეგირებულ მაჩვენებლებზე ხდება ყურადღების გამახვილება. მაგალითად, მოსახლეობის რა ნაწილს მოუწია ქრთამის გადახდა, ან რა ნაწილი მიიჩნევს, რომ კორუფციის დონე გაიზარდა ან შემცირდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სოციალურ მეცნიერებებში დასაბუთებულია, რომ არსებობს კავშირი კორუფციის დონესა და ინდივიდების მიერ კორუფციის გამართლებას შორის. თავის მხრივ, კორუფციაზე ადამიანთა წარმოდგენები უკავშირდება მათ ინდივიდუალურ მახასიათებლებს. აღნიშნული ჩანართი მიზნად ისახავს ერთ-ერთი ასეთი მაჩვენებლის, ინდივიდების ფორმალური განათლების დონისა და კორუფციაზე მათი შეხედულებების ურთიერთკავშირის ასახვას.

მოცემული ანალიზი ეფუძნება საქართველოში 1996 და 2008 წლებში ჩატარებულ მსოფლიო ღირებულებათა კვლევის მონაცემებს. ორივე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით  რესპონდენტთა წარმომადგენლობითი ჯგუფისთვის დასმული იყო შეკითხვა, ამართლებენ თუ არა ისინი ქრთამის აღებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას. აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი შეიძლება წარმოვადგინოთ დამოკიდებული ცვლადის სახით და დავუკავშიროთ რესპონდენტთა განათლების დონეს. მაგრამ იმისათვის, რომ გავერკვიოთ თუ რა კავშირი არსებობს განათლებასა და ქრთამის აღების გამართლებას შორის, ანალიზის დროს გასათვალისწინებულია სხვა ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლები, როგორებიცაა ინდივიდების შემოსავლები, სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, რელიგიისა და ოჯახის მნიშვნელობა მათ ცხოვრებაში.

უმცირეს კვადრატთა რეგრესიული ანალიზის შედეგები გვიჩვენებს, რომ 1996 და 2008 წლებში გამოყენებული დამოუკიდებელი ცვლადების უმრავლესობა სტატისტიკურად მნიშვნელოვან კავშირს ავლენს ქრთამის აღების შესახებ შეხედულებებთან. ორივე პერიოდში ასაკი, დაოჯახება, რელიგიისა და ოჯახის მნიშვნელობა უარყოფითად უკავშირდება ქრთამის აღების გამართლებას, მაშინ როდესაც მაღალი შემოსავლებს დადებითი ასოციაცია აქვს კორუფციაზე მოსაზრებებთან. აღსანიშნავია, რომ 1996 წლიდან 2008 წლამდე ჩამოთვლილი ცვლადების სტატისტიკური მნიშვნელობა კლებულობს, რაც განპირობებულია დროის ამ მონაკვეთში იმ ადამიანთა რიცხვის მნიშვნელოვნი კლებით ვინც ამართლებს ქრთამს.

განათლების დონე განხილულ ცვლადთაგან ერთადერთია, რომლის კავშირიც ქრთამის აღების გამართლებასთან ხარისხობრივად შეიცვალა 90-იანი წლების შემდეგ. მაშინ როდესაც 1996 წელს გამოკითხულ რესპონდენტთა განათლების დონეს დადებითი, თუმცა სტატისტიკურად უმნიშვნელო კავშირი ჰქონდა ქრთამის გამართლებასთან, 2008 წელს ეს ურთიერთკავშირი უკვე მნიშვნელოვანი და ნეგატიური ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მაღალი ფორმალური განათლების მქონე ინდივიდები უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ ქრთამის აღება გაუმართლებულია.

ქრთამის აღების გამართლების ალბათობა ინდივიდების განათლების დონის მიხედვით, 1996 და 2008 წლები

შენიშვნა: გათვლებისას გათვალისწინებულია ინდივიდების შემოსავლები, სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, რელიგიისა და ოჯახის მნიშვნელობა. წყარო: ავტორის გაანგარიშებები მსოფლიო ღირებულებათა კველვის მონაცემების გამოყენებით.

ზემოთ მოყვანილი დიაგრამა გვიჩვენებს განათლების დონიდან გამოდინარე ქრთამის გამართლების ალაბათობას, შემოსავლების, სქესის, ასაკის, ოჯახური მდგომარეობის, რელიგიისა და ოჯახის მნიშვნელობის გათვალისწინებით. მაგალითისთვის 2008 წლის მონაცემების მიხედვით, 17 პროცენტული პუნქტით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ უმაღლეს განათლებულებმა გაამართლონ ქრთამის აღება მხოლოდ დაწყებითი განათლების მქონეებთან შედარებით. დიაგრამა ასევე გვიჩვენებს, რომ განათლების კავშირი კორუფციის გამართლებასთან  არამხოლოდ უმნიშვნელო იყო 1996 წელს, არამედ უფრო განათლებული ინდივიდები ხასიათდებოდნენ პოზიტიური დამოკიდებულებით ქრთამის აღებისადმი.

არსებული მონაცემები საშუალებას არ გვაძლევს გამოვავლინოთ რით აიხსნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რასაც ადგილი ჰქონდა 1996-2008 წლებში, თუმცა შესაძლებელია ჰიპოთეთურ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე საუბარი. 2008 წელს მოსახლეობის გაცილებით მეტ ნაწილს გააჩნდა ფორმალურად უფრო მაღალი განათლების დონე, რაც 90-იანი წლების დასაწყისიდან სხვადასხვა სახის კერძო სასწავლებლების მნიშვნელოვნად გაზრდილი რაოდენობით შეიძლება აიხსნას. მიუხედავად იმისა, რომ განათლების უფრო მაღალ დონეს ხშირ შემთხვევაში არ გაუზრდია დასაქმების შესაძლებლობა ინდივიდებისთვის, ამ პროცესმა ალბათ ხელი შეიუწყო კორუფციის შესახებ უარყოფითი შეხედულებების გავრცელებას.

ასევე საფიქრებელია, რომ საზოგადოება 2008 წელს უფრო მერიტოკრატიულია ვიდრე ის 1996 წელს იყო. ანუ სხვა სიტყვებით, ადამიანები ნაკლებად ამართლებენ კორუფციას, თუ უმაღლესი განათლების მიღებისა და შრომის ბაზარზე წარმატებისთვის მათ ნაკლებად უწევთ ქრთამთან შეხება. ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ განათლების დონეს აქვს კავშირი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებასა და შეხედულებებთან კორუფციის შესახებ, ხოლო  განათლებაზე ფართო ხელმისაწვდომობას შეუძლია გაზარდოს უარყოფითი დამოკიდებულება ქრთამის აღებისადმი და სავარაუდოდ შეამციროს კორუფციის საერთო დონე.

[ამ სტატიის ოდნავ უფორ გრძელ და ტექნიკურ ვერსიას შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე გაეცნოთ: http://goo.gl/FnxZA]

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: